ჩვენ შესახებ

როცა ხარ მამა ყოველთვის გსურს შენი შვილებისთვის რაიმე განსაკუთრებული და ღირებული შექმნა, არც მე ვყოფილვარ ამ მხრივ გამონაკლისი.
მეგობრებთან ერთად გართობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ერთხელ, როცა ჩემმა პროფესიონალურმა და საკმაოდ ძვირადღირებულმა აუდიოსისტემამ მიღალატა, გადავწყვიტე მეთვითონ ამეწყო ახალი. სწორედ ასე დაიბადა MAA-ს შექმნის იდეა.
მოვიძიეთ საუკეთესო სპეციალისტები აკუსტიკურ სისტემებში, შევკარით გუნდი და დავიწყეთ ახალი აუდიო სისტემის აწყობა.

ეს არ ყოფილა მარტივი გზა, მაგრამ ადამიანებმა, რომლებმაც ჩვენამდე გაიარეს, გაკვალული ბილიკი დაგვიტოვეს. გვქონდა უამრავი მცდელობა და წარუმატებელი მაგალითები, მაგრამ ახალი ველოსიპედი მაინც არ მოგვიგონია. ჩვენ გამოვიყენეთ დეტალური კვლევები, აკუსტიკური გათვლები და ხარისხიანი მასალები და კომპონენტები.



როდესაც მე მათ პირველად მოვუსმინე, მივხვდი რომ შემიძლია რაღაც ღირებული მივუძღვნა ჩემი შვილის პირველ ბედნიერ სიტყვას, როდესაც მან დამიძახა “მაა!”