ხელნაკეთი დინამიკები, რომელიც არაჩვეულებრივია ვინტაჟური სტილის მოყვარული ადამიანებისთვის და აუდიოფილებისთვის.
მარგოში გამოყენებულია 5“ დიამეტრის ზომის ქაღალდის დრაივერები. დრაივერების კონუსები შედგენილია ქაღალდის სინთეტიკური კევლარისა და მინაბოჭკოვანი მასალის გაერთიანებით, ეს კომბინაცია იძლევა ზუსტი დეტალებისა და რბილი ნატურალური ხმის გადმოცემის საშუალებას. ღია ტიპის ყუთის გამოყენებით, ასევე გვთავაზობს ღრმა დაბალ ბასებს.
მარგო, ისევე როგორც MAA–ს ყველა დინამიკი, დამზადებულია ხელით საქართველოში. შეკვეთით შესაძლებელია დამზადდეს სხვადასხვა ფერის, ხის მასალის გამოყენებით და ზეთოვანი დამუშავებით.